суббота, 28 февраля 2009 г.

                                                          ჰავა

ჰავა ზოგდი ნიშნებით სუბტროპიკულ-სემირიდულია (სუბხმელთაშუაზღვიური) , ჰავის ელემენტებით ცხელი ზაფხულით და გრილი ზამთრით არის წარმოდგენილი. თოვლის საფარი ყოველ წლიურად არ ყალიბდება. ავჭალა დაბალ გეოგრაფიულ განედზე მდებარეობს,  ეს გარემოება აპირობებს აქ მზის რადიაციის სიდიდეს. ამასთან დაკავშირებულია, მზის ნათების ხანგრძლივობა, რომელიც ავჭალის მიდამოებში წელი წადში 2150 საათს აღწევს. ჰავა მშრალია, ამის მიზეზად ითვლება ქედები, რომლებიც ეღობებიან ნოტიო ჰაერის მასებს. აორთქლება ჭარბობს მოსულ ნალექების რაოდენობას.ამოტომ ზაფხული ცხელი და მშრალია. ივნისში ჰაერის ტემპერატურა შეადგენს +24,4-ს ხოლო იანვრის +0,9-ს. აბსოლუტური მინიმუმი -11 გრადუსიდან –17 გრადუსამდე ეცემა. სეზონების მიხედვით ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 0,8 გრადუსი, ზაფხულის 10,4 გრადუსი, ზაფხულის 21,7 გრადუსი, ხოლო შემოდგომის 12,6 გრადუსი. ნალექების საშუალო რაოდენობა 540 მმ - ს ტოლია. ნალექების მაქსიმუმი მაისშია ( 78 მმ-დან 149 მმ-მდე).  ყველაზე მშრალი თვე იანვარია, როცა ნალექების რაოდენობა 19-39 მმ  ფარგლებში მერყეობს.ავჭალის ტერიტორიაზე თოვლის საფარი იშვიათად იქმნება და თანაც რამოდენიმე დღით. თოვლიანი დღეების რიცხვი ავჭალაში საშუალოდ18-19 დღეს უდრის.  პირველი თოვლი დეკემბრის დასაწყისში მოდის, ხოლო უკანასკნელი მარტის ბოლოს. ავჭალაში ჰავის დახასიათების დროს უნდა აღინიშნოს წვიმის მოსვლის თავსხმური თვისება, რომელსაც ადგილი აქვს მაისისა და ივნისის თვეში, თუმცა მათი ხანგრძლივობა დიდი არ არის. ასეთ წვიმებბს ავჭალისათვის ზოგჯერ ზიანი მოაქვთ, ირგვლივ მდებარე მთების ფერდობებიდან წამოსულ ღვარცოფს და ნიაღვარს, რომელსაც წყლის მიმღები კოლექტორები ვერ ატარებენ, წყალი ქუჩაში მდინარეებათ იღვრება, ანგრევს ქუჩებს იჭრება საცხოვრებელი ბინების სარდაფებში და ბაღ-ბოსტნებში. ისაც ხდება რომ, წვიმას ერთვის ელჭექი და ზოგჯერ სეტყვაც მოსდევს, რომელიც აზიანებს სასოფლო სამეურვეო კულტურას.         

ჰავის მნიშვნელოვანი ფაქტორია ღრუბლიანობა, საგურამო-იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე - ავჭალაში, ის სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება, საერთო მოღრუბლობის მაქსიმუმი ზამთრის დასასრულსაა, ხოლო მინიმუმი აგვისტოში. აქვე კლიმატის ცვალებადობაში მთავარ როლს გაბატონებული ქარები ასრულებენ. წლის განმავლობაში გაბატონებულია ჩრდილო დასავლეთის ქარები რომელიც მტკვრის დინებას ემთხვევა და შესაბამისად ანიავებს „გაჭუჭყიანებულ“ ჰაერს. ავჭალაში ხშირად იცის ძლიერი ქარები 15 მ/წმ. ქარის სიხშირე-სიმძლავრეზე მეტწილად გავლენას ახდენს რელიეფის ხასიეთი, ამიტომ ქარები ხშირიცაა და მძლავრიც. ვიზუალური დაკვირვებით ქარი განსაკუთრებულად მძლავრია მტკვრის ხეობაში „თექვსმეტსართულიანების“ უბანში. ქარები დადებითად მოქმედებს ჰაერის განიავებაზე, ზაფხულობით კი სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს უბნის მცხოვრებლებში. 

ჯამური რადიაცია–118 კკლ/სმ კვ.   რადიაციულ ბალანსი – 53 კკალ/სმ კვ.   ქარის საშუალო წლიური სიჩქარე- 2,2 მ/წმ.  ჰაერის საშუალო ტემპერატურაა – +12,8 გრადუსი. ნალექების დღეთა რიცხვი – 94 დღეა.  ჰაერის საშვალო წლიური შეფარდებით სინოტივე – 66 %-ია.     აორთქლება – 491 მმ.   აორთქლიანობა – 1079 მმ.   სეტყვიანი დღეთა რიცხვი– 1,3.   ჭექა - ქუხილიანი დღეთა რიცხვი – 37.  ნალექების რაოდენობა 600 მმ.                                                                                                               

                                               რელიფი

        რელიეფურად ავჭალა წარმოადგენს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ II ტერასაზე გაშენებულ დასახლებას, რომელიც ძირითადათ მესამეული (უმეტესად მიოცენის) დანალექებითაა აგებული, მაგრამ ასევე გვხდება ძველი ქანებიც და უფრო ახალგაზრდაც. აქ გავრცელებულია ოლიგოცენ-შუანიოცენის ასაკის თაბაშირიანი თიხები და ქვიშაქვები. საგურამო-იალნოს ქედის მთისწინები აგებულია ფერადი თიხით, ქვიშებით და კონგლომენატებით. რელიეფში აღსანიშნავია ძველი დანალექი ქანები, რომელიც ადრეული პერიოდისათვის მტკვრის ხეობას წარმოადგენდა. ტაქსტონიკური სტრუქტურები რელიეფში მკვეთრად არის გამოხატული, ისინი მეტწილად დაფარულია ალვანური ნალექებით. ავჭალის მიმდინარე ტერიტორიაზე გავრცელებულია ყავისფერი, რუხი ყავისფერი და ალვანური ნიადაგი. აქ წარმოდგენილია ქვედა მთის ტყის ლანშაფტი.   განსხვავებული რელიეფია მტკვრის მარცხენა ნაპირეთში. აქ არის მაღალი მთებიდა ქედები. ოროგრაფიის ძირითად ელემენტს დაბალი სერები, გორაკ– ბორცვები, ვაკე ტერიტორიას წარმოადგენს, ერთ ერთი ადგილი საგურამო და იალნოს განედური ქედებია, რომელიც ავჭალას ესაზღვრება( მთა ზედაძენი – 1178 მ, საგურმოს მთა - 1386 მ, ვიბისი - 1471 მ, იალნო - 1875 მ. ) რომელთა ქვემო ფერდობები და მთისწინეთი აქ ერთიანდეება. ქედების კალთები საკმაოდ ციცაბოა და დანაწევრებულია მრავალი პატარა მდინარეებითა და მშრალი ხევებით.

            მტკვრის მარცხენა ნაპირეთში ყურადღებას იქცევს ახალგაზრდა ფხვიერი დანალექით დაფარული, 500-550 მეტრამდე აბს. სიმაღლის,ბრტყელძირიანი ავჭალის ვაკე, ტერიტორია რომელიც მტკვრის ძველი ხეობიი, სადაც გაშენებულია გლდანი, გლდანის  მასივი , მუხიანი, ზემო და ქვემო ავჭალის დასახლებები.

ბუნებრივი რესურსები

ავჭალის მიდამოებში ნალექების რაოდენობა კავშირშია მიკროკლიმატურ და რელიეფურ პირობებთან. მისი ტერიტორიისათვის ძირითადი არტერია მდ. მტკვარია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ კვეთს თრიალეთის ქედს. მდ. მტკვრის ნაპირებზე  ძირითადათ ვითარდება ჭალის ტყეები. იგი თავის განშტოებებით აჩენს კუნძულებს, რამოდენიმე პატარა კუნძული ავჭალის ტერიტორიაზეა, რომლებიც წყალდიდობის დროს მთლიანად იფარება. მტკვარი შერეული საზრდოების მდინარეა, რომელიც იკვებება თოვლის დნობით, წვიმისა და მიწის ქვეშა ნალექებით. წყალდიდობა ახესიათებს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, რადგან მის აუზში ადგილი აქვს თოვლის დნობას და ხშირ წვიმებს. შემოდგომაზე ხანდახან იცის წყალმოვარდნები. მეტად დიდია მტკვრის მნიშვნელობა როგორც ავჭალისათვია ასევე მთლიანად თბილისისათვის, მასზე აგებულია „ზაჰესი“, რომელიც მონაწილეობს ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში. იგი ასრულებს სანიტარის როლს- ხელს უწყობს ჰაერის განიავებს. სამწუხაროდ ბოლოხანებში საგანგაშო მდგომარეობაა მდ. მტკვაზე მისი დაბინძურებით. მეცნიერები და საზოგადოება ძალისხმევას არ იშურებს რათა გამოასწოროს მტკვრის პრობლემა. ხშირია დაბინძურებული მტკვრის გაწმენდა. ავჭალაში მდინარე მტკვარს ერთვის რამოდენიმე ხევი, რომლებიც  წვიმის დროს დიდდებიან და საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორისაა გლდანის ხევში მომდინარე პატარა მდინარე გლდანულა, რომელიც საგურამოს ქედის სამხრეთ კალთაზე იღებს სათავეს ზღვის დონიდან 1180 მეტრის სიმაღლიდან და მემართება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით და ქვემო ავჭალასთან უერთდება მტკვარს, ზემო დინებაში, დაახლოებით სოფელ მამკოდის ზემოთ, იგი ლელუბნის სახელს ატარებს , ამ მონაკვეთზე ის ვიწროა და ტყითაა შემოსილი, მდინარის შუა და ქვემო დინებაში გლდანის ხეობა ვრცელია, რიყით, ხრეშით, სილით და თიხით მოფენილი. ზემო ავჭალისა და „ზემკის“ უბნებს შორის მიედინება გვინდაძის ხევი და ისევე როგორც მდინარე გდანულა სათავეს იღებს საგურამოს ქედიდან და მდ. მტკვარს უერთდება. გაზაფხულზე როდესაც თოვლი იწყებს დნობას და როცა ჭარბი ნალექია ეს პატარა მდინარეები დიდება და მოსახლეობისათვის საშიში ხდება.

სასარგებლო წიაღისეული

ავჭალა ცნობილია საამშენებლო მასალით: ხრეში, ღორღი და სილა. ღომელიც გამოიყენება საგზაო და საბინაო მშენებლობაში. ყურად საღებია ავჭალის კვარცის საბადო. იგი ორ უბანზე მოიპოვება ზემო ავჭალასა და გლდანში. ამჟამად ბუნების დაცვის მიზნით საბადოს ექსპლუატაცია არ წარმოებს. ავწალის ფარგლებში ასევა განვითარებულია ლიოსისებური თიხები, რომელიც ადრიდანვე იყო გამოყენებული აგურისა და კრამიტის დასამზადებლად. მის მიდამოებში კერამიკული თიხის  რამოდენიმე საბადო იყო, რომელიც ძირითადში აგურის წარმოებისათვის მოიპოვებოდა. სოფელ ავჭალის ქალაქთან შეერთების შემდეგ ეს საბადოები დაიხურა და მათიექსპლუატაცია აღარ წარმოებს.